2018-11-28 16:58:11, 1769 ნახვა
კომენტარი
გახარია: წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მან ხმა ქვეყნის სტაბილურობას მისცა.
„ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდ განვითარებას, ხვალინდელ დღეს. წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა. მოგვენატრა ყოველდღიური მუშაობა, რომელსაც ხვალიდან შევუდგებით", - აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, მოსახლეობა დღეს რიგით მე-5 პრეზიდენტს ირჩევს.
ავტორი: ,