|
2018-11-28 14:05:26, 1029 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ყველას ვაფრთხილებ, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისგან
"რუსთავში ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას კვლავ ცდილობდა რამდენიმე პირი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყველას მოუწოდა დანაშაულის ჩადენისგან თავი შეიკავონ. "რუსთავში ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას რამდენიმე პირი კვლავ ცდილობდა, ესენი არიან: მანანა ჩიტაძე, ნინო ცერცვაძე, დანიელ თუნდია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველას გასაგონად, ეს არ ეხება მხოლოდ რუსთავში მოქმედ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მივმართავ ნაცმოძრაობის აქტივისტებს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, თქვენ, თქვენი ლიდერები სისხლის სამართლის დანაშაულისკენ გიბიძგებენ. აქედან გამომდინარე ვაფრთხილებ ყველას, ეს არის დანაშაული, რომელსაც ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება მოყვება. ყველას ვაფრთხილებ, თავი შეიკავონ ასეთი ქმედებისგან, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისგან. ვხედავთ, რომ 10-ზე მეტია უკვე შემთხვევა , რომელიც დაფიქსირდა რუსთავში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს არამხოლოდ ამ პირთა მიმართ, არამედ იმ პირების მიმართაც, რომლებიც დგანან ამ სქემის სათავეში და რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი. ეს არის საარჩევნო ხმის მოპარვა, უმძიმესი დანაშაული, რომელსაც უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)