|
2018-11-28 12:39:20, 1405 ნახვა
სამართალი
შსს - პოლიციამ სავარაუდო დანაშაულის ოთხ ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„პოლიციამ სავარაუდო დანაშაულის ოთხ ფაქტზე გამოძიება დაიწყო“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდების ადრესატები არიან როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები. „შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის ოთხ ფაქტზე. მათ შორის გამოძიება დაიწყო თბილისში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ტვ პირველის ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, მცხეთაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე და ბათუმში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე. ბრალდების ადრესატები არიან როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ოთხივე საქმეზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)