23:07 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 11:35:20, 1510 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი აქტივისტებს: არავის მისცეთ შესაძლებლობა, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს - ვიდეო

„სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტების და რუსთავი 2-ის მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, რომ დაძაბული საარჩევნო ფონი იქნას წარმოჩენილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საერთაშორისო მდივანმა, თამარ ჩუგოშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნების პროცესი საერთო ჯამში მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს და ამას ადასტურებენ ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან.

ჩუგოშვილმა ასევე პოლიციის დანაყოფების გადაადგილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა:

„სხვა ინფორმაციებთან ერთად, ასევე გავრცელებული იქნა ინფორმაცია  პოლიციის დანაყოფების გადაადგილების შესახებ. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია და ბუნებრივია, რომ არჩევნების დღეს  უსაფრთხოების დაცვის მიზნით საპოლიციო ძალები გადანაწილებულნი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით და პოლიცია გააგრძელებს გადაადგილებას დღის მანძილზე, როგორც ეს თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.  ამიტომ ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს  მოვუწოდებთ,  ნუ შეეცდებიან პროცესების იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ჩამოთვლილ ქმედებებში რაიმე დარღვევა იყოს და ეს ასე არ არის“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

მან ასევე მმართველი გუნდის მხარდამჭერებს მიმართა და მოუწოდა, ნებისმიერ პროვოკაციას მხოლოდ კანონის ფარგლებში უპასუხონ.

„მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ აქტივს, იმუშავეთ მშვიდად. გვაქვს თხოვნა, რომ მხოლოდ კანონისმიერი პასუხით უპასუხოთ ნებისმიერ პროვოკაციას, რაც თქვენს მიმართ შეიძლება განხორციელდეს. ყველა დარღვევის შემთხვევაში შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი, ან დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო დღე წარიმართოს მშვიდად, ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში დააფიქსირონ ნება, შესაბამისად არ მისცეთ არავის შესაძლებლობა დისონანსი შეიტანოს საარჩევნო პროცესში,. ეს არის მოწოდება პირველ რიგში ჩვენი მხარდამჭერების მიმართ და შემდგომ დანარჩენი პირების მიმართ, რომელნიც ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics