|
2015-06-14 17:13:11, 326 ნახვა
საზოგადოება
პრემიერის შეფასებით, მოხალისეთა დიდმა რაოდენობამ, შესაძლოა მიმდინარე სამუშაოებს ხელი შეუშალოს
პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ქუჩების მოწესრიგების მიზნით მოქალაქეთა უპრეცედენტო რაოდენობამ დახმარების სურვილი გამოთქვა და ამისთვის მათ მადლობა გადაუხადა. თუმცა, როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში, თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მოხალისეთა დიდმა რაოდენობამ, შესაძლოა მიმდინარე სამუშაოებს ხელი შეუშალოს. „მოქალაქეებმა უპრეცედენტო სოლიდარობა გამოამჟღავნეს. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. თუმცა, მოხალისეთა რაოდენობა საკმარისია. მთელი სამინისტროებია მობილიზებული, ასევე თბილისის მერია, საკმარისი ძალა გვყავს მობილიზებული, ჩვენ არ გვინდა ისე, რომ მოსახლეობა მოვიდეს და მათ არ ქონდეთ კონკრეტული ფუნქცია. ამან შეიძლება, პირიქით, კიდევ უფრო გაართულოს სამუშაოები და ხელი შეუშალოს მას. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ და თუ დაგვჭირდება ჩვენ, მთავრობა მიმართვს თხოვნით მოქალაქეებს, რომ ჩაერთონ ამ სამუშაოებში. ამ ეტაპისთვის საკმარისი ძალა გვაქვს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)