2018-11-28 10:13:50, 1538 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია: უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნებია ღირსების თვალსაზრისით
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსრა.
როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არჩევნები ღირსების თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია.
„შეუძლებელია ქვეყანას ყავდეს უმაღლეს მთავარსარდლად ის ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ ომი მტერ სახელმწიფოსთან დაიწყო მისმა სამშობლომ. უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნებია ღირსების თვალსაზრისით, მომავლის თვალსაზრისით. ჩემთვის მაგალითად, ეს არ არის არჩევნები, სადაც უბრალოდ რომელიღაც კანდიდატს ვირჩევთ. ან რუსეთის ფედერაციის მორჩილი კანდიდატი, ან ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. შესაბამისად, ეს არის რეფერენდუმი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი: ,