|
2018-11-28 09:40:42, 903 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: ის, რაც პირველიდან მეორე ტურამდე ვიხილეთ, ალბათ, მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საქართველომ სრულიად ახალი მომავალი უნდა აირჩიოს და ქვეყანამ განვითარება ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს. "პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ საქართველომ დღეს უნდა აირჩიოს, მართლაც სრულიად ახალი მომავალი, უნდა დავიწყოთ ახალი ფურცლიდან განვითარება, უნდა დავიწყოთ ის რომ ხელისუფლება ზრუნავდეს ხალხზე და არ იყოს ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში. რაც შეეხება თვითონ საარჩევნო მდგომარეობას, ალბათ პირველი ტურიდან მეორე ტურამდე, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ საარჩევნო პერიოდში, ეს ალბათ მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა, წინასაარჩევნო პროცესის აი, ესეთი უდიერად მოპყრობა კანონთან, ყველაფრის დარღვევა აბსოლუტურად, რაც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი ოპონენტებისგან. მაგრამ ჩვენ მშვიდად, წყანარად მივედით მეორე ტურამდე. მე მთავრი, რასაც მოვუწოდებ თითოეულ ამომრჩეველს, მოდით საარჩევნო უბანზე, მიიღეთ მონაწილეობა, იმიტომ რომ თქვენი ბიულეტენი წყვეტს, როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ, ეს უნდა გვახსოვდეს აბსოლუტურად ყველას და მე იმედი მაქვს, რომ ყველანი მოხვალთ და მაქსიმალურად მიიღებთ მონაწილეობას",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ვაშაძემ, იმ დარღვევების შესახებაც ისაუბრა, რომელიც ამ დროისათვის მათი გუნდის მიერ არის დაფიქსირებული. მისი განმარტებით, გურჯაანის რაიონში, ამომრჩევლები ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. "რაც შეეხება, დარღვევებს ამ წუთისთვის, რაც მასიურად ფიქსირდება სამწუხაროდ ყველგან და განსაკუთრებით გურჯაანის რაიონში. აიძულებენ ადამიანებს გახსნილი ბიულეტენებით გამოვიდნენ ხმის მიცემის შემდეგ. ეს არის პირდაპირი კანონდარღვევა და ამას აუცილებლად იქნბება შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებ, ისევ და ისევ ჩვენს ოპონენტებს, რომ კანონი არსებობს და კანონი დაიცავით. ელემენტარული ნორმები დაიცავით და შეეშვით ამ ძალადობას, რაც ახლა ამ წუთებში გრძელდება თქვენი მხრიდან", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)