07:17 - 22 Oct, 2026
|
2018-11-28 09:38:14, 929 ნახვა
რეგიონი
ბათუმის მეშვიდე საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა
ბათუმის მეშვიდე საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს კომისიის წევრები და დამკვირვებელი დაუპირისპირდნენ. ხმაური და დაპირისპირება ბათუმის ნომერ 7-ე საარჩევნო უბანზე მოხდა. კონკრეტულად კი დაპირისპირების მიზეზი დამკვირვებლის სურვილი იყო, რომ ის საარჩევნო უბნის შესასვლელ კარში, სადაც რეგისტრატორი დგას, რამაც კომისიის წევრების გაღიზიანება. კომისიის წევრები დამკვირვებელს ადანაშაულებდნენ, რომ ის იწერდა ამომრჩევლების პირად მონაცემებს, თუმცა ეს ინფორმაცია დამკვირვებელმა უარყო. ბათუმში 102 უბანი და ერთი სპეც უბანი ექსესების გარეშე გაიხსნა. უბნებზე კენჭისყრის პროცესი უკვე დაწყებულია. ქალაქში სულ 143 995 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 553-ით მეტი, ვიდრე იყო პირველ ტურში. გადასატანი ყუთით კი 1404 ამომრჩეველი ისარგებლებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)