|
2018-11-28 00:11:16, 950 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - „საქართველოს რკინიგზის" გასხვისების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, „საქართველოს რკინიგზის" გასხვისება იგეგმება, რეალობას არ შეესაბამება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა გადაცემის წამყვანებს შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინა, სადაც დაფიქსირებულია, რომ ერთ-ერთი ოფშორული ორგანიზაციის დამფუძნებელი არის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც მართავდა და რომლის მფლობელობაში იყო ყველაზე მსხვილი სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია. „ეს არის კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ე.წ ფეიქ ნიუსი. სამწუხაროდ, მიმდინარე არჩევნები გამოირჩა ამითაც, რომ ჩვენ მივიღეთ ეს უზარმაზარი დეზინფორმაციის ტალღა. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მაგრამ ამ მასშტაბის მე ნაკლებად წარმომიდგენია, რომ სამე იყოს. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება, თუმცაღა, მე მინდა, პრეისტორიას დავუთმო რამდენიმე წუთი - რატომ არიან ისინი აგრესიულები „საქართველოს რკინიგზის" მიმართ და პერსონალურად ჩემს მიმართ, იმიტომ, რომ მე ხუთი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი „საქართველოს რკინიგზას". ეს არის ოფშორული ორგანიზაციის საბუთები, რომლის დამფუძნებელი გახლდათ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. ის მართავდა და მის მფლობელობაში იყო ყველაზე მსხვილი სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია. 2013 წლიდან ეს კომპანია გახდა რკინიგზის შვილობილი კომპანია, შესაბამისად, მისი შემოსავალი კონსოლიდირდება საქართველოს რკინიგზის შემოსავალში და ეს არის სახელმწიფო კომპანიის შემოსავალი. როდესაც ასეთი აგრესიული ტონით საუბრობენ ჩვენი ოპონენტები, მათ განსაკუთრებით სტკივათ ეს თემა, რადგან ბუნებრივია, ამ თანხის დიდი ნაწილი ხმარდებოდა მათ პარტიულ მიზნებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თქმით, 2014-2015 წლები საქართველოს რკინიგზისთვის ფინანსურად საუკეთესო წლები იყო, რადგან შესაძლებელი გახდა, რომ ასეთი შემოსავლების ასახვა საქართველოს რკინიგზის ბალანსზე მომხდარიყო. „როდესაც აკეთებენ განცხადებებს, რომ „საქართველოს რკინიგზა დაღუპეს, გააუბედურეს", იმავე დღეს საერთაშორისო კომპანიებმა მოუმატეს საქართველოს რკინიგზას საკრედიტო რეიტინგი, რომლის ფასიანი ქაღალდები კვოტირებს ლონდონის ბირჟაზე. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რა მასშტაბის დეზინფორმაციასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)