|
2018-11-27 18:42:56, 1311 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - „ნაცმოძრაობამ“ აქტივისტებს დაავალა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება თუ არა დარღვევები, საჩივრები დაწერონ
„მეორე ტურისათვის „ნაციონალურ მოძრაობას“ გაცემული აქვს ბრძანება, დავალება თავის აქტივზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება თუ არა საარჩევნო დარღვევები, მათ საჩივრები დაწერონ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი თითოეულ პროვოკაციეზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ამასთან, მდინარაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ წამოეგონ და თავისუფლად იმოქმედონ. „ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს პროვოკაციულ გამოხტომებს. მთელი დღის განმავლობაში მისი მედია-საშუალებიდან იღვრება უამრავი ტყუილი. საზოგადოებას ვთხოვ, რომ ყურადღებით მოუსმინონ მათ მიერ გახმოვანებულ ინფორმაციებს და პროვოკაციებს არ წამოეგონ. ისევე როგორც, ნებისმიერ ამომრჩეველს, ნებისმიერ მოქალაქეს ვთხოვ ხვალ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე ნუ წამოეგებიან. ასევე, მინდა მივმართო ჩვენს აქტივს, „ქართული ოცნების ჯარისკაცებს“: ისინი აქტიურად არიან არჩევნებში ჩართულნი. მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა და მისი მედია-საშუალება აქვეყნებს ინფორმაციას, თითქოს კოორდინატორთა მიერ მხარდამჭერთა მობილიზებისთვის გადადგმული ნაბიჯები არის უკანონო, რაც აბსოლუტური სიცრუეა. ნებისმიერ პარტიას, ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს აბსოლუტურად კანონიერად აქვს ასეთი სიები მოპოვებული. ამ სიებთან დაკავშირებით მათ შეუძლიათ თავისუფლად იმოქმედონ, მათ შორის, მოახდინონ იმ ამომრჩევლების აღრიცხვა, რომლებიც, მათივე ინფორმაციით „ქართულ ოცნებას“ და შესაბამისად, ,,ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს უჭერენ მხარს. ამიტომ, ამაში არაკანონიერი არაფერია და იმოქმედონ თავისუფლად, იმოქმედონ თამამად და ნუ წამოეგებიან პროვოკაციებს, რომლებიც ამ სიებთან არის დაკავშირებული. როგორც ჩვენ პირველ ტურში ვაცხადებდით, მეორე ტურისათვის ნაციონალურ მოძრაობას გაცემული აქვთ ბრძანება, დავალება თავის აქტივზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება თუ არა საარჩევნო დარღვევები, მათ დაწერონ საჩივრები. ისინი აცხადებენ ამ დღეების განმავლობაში, რომ მათ საიტზე უნდა აიტვირთოს საჩივრები და აქვთ სპეციალური საიტი ამისთვის. ამ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ ერთ-ერთ მათ წარმომადგენელს, მარინა ჭკადუას დაწერილი აქვს საჩივარი, რომ ხვალ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა დარღვევა - მარკირების გარეშე ადამიანის შეშვება. ამასთან დაკავშირებით ათასგვარ თავისმართლებას შეეცდებიან, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა დარღვევა, ისინი აპირებენ ბევრი საჩივრის დაწერას და ესეც არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ემსახურება. ასევე, გვაქვს ინფორმაცია და ბუნებრივია, ეს ისედაც ჩანს საინფორმაციო საშუალებებითაც, რომ ნაციონალური მოძრაობა ემზადება პროვოკაციებისთვის. დღეს მათ აღჭურვეს თავისი აქტივისტები ჩამწერი მოწყობილობებით, ეს არის მათი სტილი და ამას თავს ვერ ანებებენ, ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ თითოეულ მოქალაქეს, ეს იქნება რიგითი ამომრჩეველი, თუ ჩვენი აქტივისტი, რომ მათაც შეუძლიათ ნებისმიერი ასეთი პროვოკაციის შემთხვევაში გადაიღონ და მიაწოდონ ჩვენ შტაბებს ინფორმაცია. გადაიღონ ნებისმიერო მცდელობა პროვოკაციისა, რომელთაც აუცილებლად ექნება ადგილი ნებისმიერი ლოგიკით ხვალ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან. ჩვენ თითოეულ პროვოკაციაზე მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, თუმცა, ასევე ვთხოვთ, რომ პროვოკაციაზე ისინი ნუ წამოეგებიან. ხვალ საქართველო აკეთებს პრინციპულ არჩევანს, ჩვენ გვექნება დემოკრატიული, გამჭირვალე არჩევნები, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის შემდგომ. ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აღებული და ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, ტესტი იმისა, რომ საქართველოში არსებობს დემოკრატია და ეს საკითხი ვერასდროს გადაიხედება, რაც არ უნდა მარგინალური ძალა ცდილობდეს პროვოკაციის მოწყობას და ამ ფონზე არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)