2018-11-27 17:01:53, 2746 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6611 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6680 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0069 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0102 ლარი ეღირება, ხოლო დღეს, მისი ღირებულება 3.0316 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0214 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,