|
2018-11-27 15:38:24, 901 ნახვა
რეგიონი
სამთო-სათხილამურო კურორტების მაშველები პირველად სამედიცინო დახმარებაში გადამზადდებიან
სამთო-სათხილამურო კურორტების მაშველები პირველად სამედიცინო დახმარებაში გადამზადდებიან. სწავლებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს. კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის 84 მაშველი ინტენსიურ მომზადებას სეზონის დაწყებამდე გადის. გადამზადების შემდეგ, მაშველები გუდაურის, ბაკურიანის, სვანეთისა და გოდერძის საკურორტო ზონებში განაწილდებიან, სადაც საჭიროების შემთხვევაში, დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას შეძლებენ. სწავლების პროცესს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე მთების კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ თეიმურაზ გამცემლიძესთან ერთად გაეცნო. სამთო მაშველების პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადების პროექტი პერმანენტული ხასიათისაა და საკურორტო ზონების უსაფრთხოების ზრდას ემსახურება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)