12:26 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 12:34:57, 1041 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ

საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებიან, არჩევნების დასრულების შემდეგ, წინასწარ მოხსენებას, ხუთშაბათს, 29 ნოემბერს, თბილისში, წარადგენენ.

ეს მისია, ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპარლამენტის (EP) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ერთობლივ ძალისხმევას წარმოადგენს. მოხსენებას წარმოდგენენ კრისტიან ვიგენინი, ეუთოს (OSCE) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი და ხელმძღვანელი, ლაიმა ანდრიკიენე, ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის (EP) დელეგაციის ხელმძღვანელი, მარგარეტა სედერფელტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE
PA) დელეგაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ჰუნკო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელი,და ელჩი, გერტ-ჰინრიჰ არენსი, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 32 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 215 დამკვირვებლისგან შედგება. მათ შორის არიან დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ წარგზავნილი 185 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლი, 11 პარლამენტარი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, 10 ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის (EP) დელეგაციის და 5 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის წარმომადგენლები. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics