04:28 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 12:23:09, 919 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა შსს დაავალა საარჩევნო უბნებზე წესრიგი უზრუნველყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესში ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში სახელმწიფო კანონის მოთხოვნების სრული დაცვით იმოქმედებს. 

მამუკა ბახტაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, რომ ნებისმიერი კანონდარღვევა რეაგირების გარეშე არ დატოვონ.

"მოვუწოდებ ყველას, დაიცვას კანონის მოთხოვნები, არ შექმნას საარჩევნო პროცესში ისეთი ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას, საფრთხეს შეუქმნის და ჩრდილს მიაყენებს არჩევნების პროცესს. ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შემთხვევაში სახელმწიფო იმოქმედებს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით. ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც არჩევნების პირველ ტურში თავისი მოვალეობის შესრულებისას აჩვენეს უმაღლესი სტანდარტი, ამჯერადაც უზრუნველყონ მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მაქსიმალური წესრიგი,  რეაგირების გარეშე არ დატოვონ და საჭიროების შემთხვევაში დროულად აღკვეთონ ნებისმიერი კანონდარღვევა. მინდა მივმართო ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და  ყველა მედიასაშუალებას, რომ ხელისუფლება მათთვისუზრუნველყოფს არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგისა და გაშუქების დაუბრკოლებლად განხორციელების პირობებს. მოგეხსენებათ, რომ პირველ ტურში მე პირადად ვთხოვე ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მათ გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა და აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ ასეთი ჩართულობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ 28 ნოემბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება, რაც ქართული სახელმწიფოს კიდევ ერთ გამარჯვებას ნიშნავს", - აღნიშნა მან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics