2018-11-27 10:20:37, 2465 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში საომარი მდგომარეობა 28 ნოემბრიდან ამოქმედდება
უკრაინის რადამ პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ 30 დღით საომარი მდგომარეობის გამოცხადების წინადადებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ 112 UA იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, საომარი მდგომარეობა ქვეყნის საზღვრისპირა რეგიონებში ამოქმედდება. აღნიშნულს მხარი რადას 276-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილება ძალაში 28 ნოემბრიდან შევა.
საუბარია 10 რეგიონზე, რომელიც რუსეთის საზღვართან ახლოსაა და სადაც ყველაზე მეტია საშიშროება, მოსკოვმა თავდასხმა განახორციელოდეს.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ის 31 მარტს გაიმართება.
ავტორი: ,