2018-11-27 09:55:11, 1769 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი 2.6680 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან კი, მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.6680 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6585 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0095 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 3.0316 ლარი ღირს, ხოლო გუშინ, მისი ღირებულება 3.0347 ლარი იყო. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,