2018-11-26 21:45:32, 2747 ნახვა
მსოფლიო
ჯორჯ სოროსის ფონდი თურქეთში ოპერირებას წყვეტს
ჯორჯ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება“ თურქეთში ოპერირებას წყვეტს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თურქულ მედიაში გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებები ფონდის მუშაობას შეუძლებელს ხდის.
ამასთან, პრეზიდენტმა ერდოღანმა ფონდი და თავად ჯორჯ სოროსი ქვეყნების დაყოფის მცდელობასა და განადგურებაში დაადანაშაულა.
მედია საშუალების ინფორმაციით, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ფონდის ირგვლივ გამოძიებას აწარმოებდა და ცდილობდა 2013 წელს, ქვეყანაში გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებთან „ღია საზოგადოების“ კავშირის დაედგინა.
ავტორი: ,