|
2018-11-26 17:56:15, 1586 ნახვა
სამართალი
ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე დიპლომატიური კორპუსის და NDI-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაარჩევნო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს აგრძელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია NDI-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლის სტატუსით იქნებიან წარმოდგენილი. მინისტრის მოადგილეებმა შეხვედრის მონაწილეებს პოლიციის მიერ, როგორც პირველი ტურის განმავლობაში, ასევე, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები გააცნეს. ნათია მეზვრიშვილმა და ნინო ჯავახაძემ აღნიშნულ თემაზე დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია NDI-ის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს. მათ, ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში და მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნული გამოძიებების ფარგლებში იმ ბრალდებულების შესახებაც ისაუბრეს, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაიწყო. შეხვედრაზე მხარეებმა არჩევნების პერიოდში მომხდარ სამართალდარღვევებზე დაწყებული გამოძიებები და მათი შედეგები განიხილეს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს საკუთარი არჩევანის თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)