2018-11-26 17:16:15, 2076 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან კი, მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6680 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6585 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0095 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0316 ლარი ეღირება, ხოლო დღეს, მისი ღირებულება 3.0347 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,