04:33 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 16:16:00, 981 ნახვა

პოლიტიკა
დეიმონ უილსონი: უკრაინაში მოსკოვის ქმედებები საქართველოში „მცოცავი ოკუპაციის" მსგავსია

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი რუსეთის მიერ უკრაინულ გემებზე თავდასხმას საქართველოში რუსეთის პოლიტიკას ადარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას atlanticcouncil ავრცელებს.

როგორც უილსონმა აღნიშნა, რუსეთს სურს უკრაინას საერთაშორისო წყლებსა და საკუთარ პორტზე უარი თქვას. 

"რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი მუშაობდა იმაზე, რომ აზოვის ზღვაზე სრული კონტროლი დაემყარებინა და ქვეყნის პირად აუზათ ექცია. ასევე სურდა ყირიმში კონტროლის გაძლიერებაც. მოსკოვის ეტაპობრივი მიდგომა „მცოცავი ოკუპაციის" მსგავსია, რომელიც საქართველოში 2008 წელს ვიხილეთ. ცალკეული ნაბიჯები არ ჩანს დრამატული, მაგრამ მთლიანობაში რუსეთი სტრატეგიულად იგებს. რუსეთის დღევანდელი მიზანია უკრაინა შეაშინოს და აიძულოს, უარი თქვას ამ საერთაშორისო წყლებსა და მის პორტებზე",​ - განაცხადა უილსონმა.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics