2018-11-26 16:14:10, 1694 ნახვა
სამართალი
წითელ ხიდზე ტაქსი დააყაჩაღეს - ნაცემია მძღოლი და მგზავრები
წითელ ხიდზე ტაქსი დააყაჩაღეს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, ტაქსს თავს ხუთი შეიარაღებული პირი დაესხა. მანქანაში მყოფ პირებს კი, თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ტაქსის მძღოლი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. გატაცებულია გარკვეული ოდენობის თანხა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩღობას გულისხმობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტორი: ,