|
2018-11-26 13:01:08, 918 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაზე რუსეთის აგრესიის აქტს შეაფასებს
„ევროპულმა საქართველომ“ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის სახედრო აგრესიის აქტს შეაფასებს, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა საკითხზე სწრაფი რეაგირება მოახდინოს. „მოგეხსენებათ, გუშინ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა სამხედრო აგრესიის აქტი უკრაინის წინააღმდეგ როცა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის საზღვაო ხომალდებს და ტყვედ აიყვანა უკრაინის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე. ევროპული საქართველო გამოდის ინიციატივით, პირველ რიგში საგარეო კომიტეტმა და შემდეგ პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რათა შეფასება მისცეს აგრესიის ამ ფაქტს. ევროპულმა საქართველომ უკვე შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც დღესვე შევიტანთ პარლამენტის შესაბამისს დეპარტამენტში და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტმა სწრაფი რეაგირება გააკეთოს და სწრაფად შეაფასოს აგრესიის ეს აქტი. ასევე ძალიან დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები დაუწესებენ სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის ფედერაციას ამ აგრესიის აქტის გამო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მომავალი სანქციების მიზეზებში და მოთხოვნებში ფიგურირებდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება. საზოგადოებას ახსოვს, რომ შარშან პრეზიდენტმა პოროშენკომ შესთავაზა საქართველოს მთავრობას რათა ჩვენს მთავრობებს ერთობლივად ემუშავათ, რომ სანქციების მომავალ პაკეტებში საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხი და ჩვენი დევნილების დაბრუნების საკითხიც მოხვედრილიყო. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ეს წინადადება საქართველოს მხარემ ფაქტიურად უარყო, არაფრად არ ჩააგდო და ამ სანქციების პაკეტებში საქართველოს თემატიკის მოსახვედრად არაფერი არ გააკეთა. იმედი გვაქვს და ეს რეზოლუცია სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა, რომ ამჯერად მაინც საქართველო (სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია ქართული ოცნება) განზე არ გადგება და ჩვენი ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფას არ მოახდენს“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)