2018-11-26 12:57:40, 2303 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმას 22 პოლიციელი ემსხვერპლა
ავღანეთის პროვინცია ფარახში პოლიციელთა კოლონას დაჯგუფება "თალიბანი" დაესხა თავს, რის შედეგადაც სულ მცირე 22 სამართალდამცველი დაიღუპა, - ამის შესახებ Pajhwok იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიდევ ხუთმა პოლიციელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
მედიის ცნობით, 5 ავტომობილისგან შემდგარი კოლონა ლაშ ვა-ჯუვაინის მიმართულებით მოძრაობდა, სადაც პროვინციის პოლიციის ახალი ხელმძღვანელი უნდა წარედგინათ. თავდასხმის დროს ის დაიღუპა.
ავტორი: ,