|
2018-11-26 09:14:13, 1299 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილეებმა OSCE/ODHIR-ის წარმომადგენლებს არჩევნების პერიოდში დაწყებულ გამოძიებებზე ინფორმაცია მიაწოდეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების OSCE/ODHIR-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მინისტრის მოადგილეებმა საერთაშორისო დამკვირვებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში და მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ. მათ, ასევე, ისაუბრეს აღნიშნული გამოძიებების ფარგლებში იმ ბრალდებულების შესახებ, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაიწყო. ნათია მეზვრიშვილმა და ნინო ჯავახაძემ სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ყველა ის ღონისძიება გააცნეს, რომლები პოლიციამ, არჩევნების უსაფრთხოების მიზნით განახორციელა, როგორც პირველი ტურის განმავლობაში, ასევე, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში. როგორც შეხვედრაზე ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პოლიცია არასათანადო რეაგირებას ახდენს ძალადობრივ ინციდენტებზე და თითქოსდა არჩევნები მიმდინარეობს ძალადობის ფონზე სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)