|
2018-11-24 13:55:56, 778 ნახვა
რეგიონი
The Washington Post: რუსეთი უკრაინაში სეპარატისტების დასაფინანსებლად ოკუპირებულ ცხინვალს იყენებს
გამოცემა The Washington Post-მა რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, კრემლი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში შექმნილ იმპროვიზირებულ საბანკო სისტემას იყენებს, რათა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს თავი აარიდოს და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ძალები დააფინანსოს. "ასეთი რეგიონების ქსელი რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი გამოყენებით ოფიციალური მოსკოვი საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდებას ახერხებს. აღმოსავლეთ უკრაინაიდან ფული ირიცხება ე.წ. სამხრეთ ოსეთში და შემდეგ გადის რუსეთში. ამ თანხებით საწვავის და სამშენებლო მასალის შესყიდვა ხდება. მაგალითად მიმდინარე წლის განმავლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთში 150 მილიონ დოლარი გადაირიცხა. ბოლო სამი წელია ცხინვალი რუსეთისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ დერეფნადაა ქცეული. იქიდან გამომდინარე, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთზე საერთაშორისო კანონმდებლება და რეგულაციები არ ვრცელდება, რუსეთი თავისუფლად ახერხებს საკუთარი საბანკო სისტემის შექმნას, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობის მიღმაა. ფინანსური კვალი კრემლსა და უკრაინაში არსებულ სეპარატისტულ ძალებს შორის ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე მდებარე ოფისზე გადის, რომელიც "საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის" სახელით არის ცნობილი. ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოფშორულ კომპანიას ჰგავს. ე.წ. სამხრეთ ოსეთი ერთადერთია, ვინც აღმოსავლეთ უკრაინაში გამოყოფილი რეგიონებს აღიარებს და შესაბამისად, ერთადერთი ადგილია, სადაც უკრაინაში არსებულ სეპარატისტულ ჯგუფებთან ფორმალური საბანკო ურთიერთობების წარმოება შეუძლია. შესაბამისად, როდესაც ვინმეს სეპარატისტული ტერიტორიებიდან რუსეთში მდებარე კომპანიაში ფულის გადარიცხვა სურს, ამისთვის ცხინვალში მდებარე "საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკს" იყენებს. ეს სისტემა ჯერ კიდევ 2015 წელს შეიქმნა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებ სახელმწიფოდ აღიარა, ეს კი, თავის მხრივ მასთან საბანკო ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ცხინვალის მსგავსად, "საერთაშორისო ბანკი" მოსკოვშიც ამავე პერიოდში გაიხსნა და 2016 წელს ლიცენზია მიიღო. მისი ხელმძღვანელი ვიაჩესლავ მაზურინია, რომელიც КГБ-ს უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულია 1981 წელს", - წერს სტატიის ავტორი.
გარდა ამისა, გამოცემის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით, რუსეთს აქვს შესაძლებლობა რეგიონი საწვრთნელ და სამხედრო ბაზად გამოიყენოს. "2008 წელს, კონფლიქტის დროს, რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და ომი დაიწყო. ახლა მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს. კრემლა საქართველოს კიდევ ერთი რეგიონის ოკუპირება და შემდგომში აღიარება მოახდინა, საუბარია აფხაზეთზე, სადაც მან სამხედრო კონტინგენტის ყოფნა გაზარდა. ამასთან, სეპარატისტების მხარდაჭერა კრემლს ძვირი უჯდება. რუსეთის ბიუჯეტი ნადგურდება დაკისრებული სანქციებით, გლობალური სამხედრო ამბიციებით და კორუფციით. ოფიციალური ინფორმაციით, ცხინვალმა რუსეთისგან დახმარების სახით 110 მილიონი დოლარი მიიღო და ეს მხოლოდ ერთ წელიწადში. ყირიმის მიმართულებით აშენებული ხიდი 4 მილიარდი დოლარი დაჯდა. სეპარატისტების სხვა სახის დახმარებაც მილიარდობით დოლარს აღწევს", - ნათქვამია The Washington Post-ის საგამოძიებო სტატიაში.
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)