2018-11-23 16:22:19, 2789 ნახვა
მსოფლიო
ტერაქტი ავღანეთში - დაიღუპა 26 ადამიანი
ავღანეთში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება ხოსტის პროვინციაში, მეჩეთში მოხდა, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო ბაზასთან მდებარეობს. ტერაქტის შედეგად კიდევ 50 ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
მედიის ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა "თალიბანმა" მოაწყო.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ,