|
2018-11-23 16:16:54, 3214 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დაჯილდოვდა
მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალებმა, „The Banker’’ და „Professional Wealth Management“ (PWM) თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა. აღიარება თიბისი ბანკმა პერსონალური მომსახურების სფეროში მრავალმხრივი შესაძლებლობებისა და საუკეთესო საბანკო სერვისების შეთავაზებისთვის მიიღო. „საამაყოა ასეთი საერთაშორისო დონის ორგანიზაციებისგან საპატიო ჯილდოს მიღება. ეს ჯილდო დასტური იმისა, რომ ჩვენ წლიდან წლამდე წარმატებულად ვაგრძელებთ პერსონალური საბანკო მომსახურების განვითარებას და მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ფინანსური ჟურნალების, „The Banker’’ და „Professional Wealth Management“ (PWM) ჯილდო ყოველწლიურია და ის საბანკო სექტორის იმ ლიდერ კომპანიებს გადაეცემათ, რომლებიც ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ და მაღალი ხარისხის პერსონალური საბანკო მომსახურებით გამოირჩევიან. თიბისი ბანკი საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის უკვე მეოთხედ დაჯილდოვდა.
(R)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)