18:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 15:36:43, 678 ნახვა

რეგიონი
თელავის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს

თელავის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. დღეს ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. 

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. რაიონული სამსახურის 70-მდე თანამშრომლისთვის ადგილზე სამუშაო და მოსასვენებელი პირობებია შექმნილი.

გამოყოფილია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალის განსათავსებელი  და ტექნიკური ოთახებისთვის. გარე პერიმეტრი კი, სასწრაფო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. 

დღეისთვის, ახალ შენობებში განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთის,საჩხერისადა ახალციხის რაიონული სამსახურები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics