2018-11-23 15:21:44, 2294 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი სამხედროებს: მიგრანტების მისამართით ცეცხლის გახნის ნებართვას გაძლევთ
ამერიკის შეერთებულიშ შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვართან მყოფ სამხედროებს საჭიროების შემთხვევაში ცეცხლის გახსნის ნებართვა მისცა, - ამის შესახებ CNN იუწყება.
როგორც ტრამპმა განმარტა, სამხედროებს აქვთ უფლება ცეცხლი გაუხსნონ იმ მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ის საზღვარზე გადმოსვლას შეეცდებიან. თეთრი სახლის ლიდერის მტკიცებით, მიგრანტებს შორის ასობით ბოროტმოქმედია და ისინი მას "სხვა გზას არ უტოვებენ".
მანვე იმედი გამოთქვა, რომ მექსიკის საზღვარზე ცეცხლის გახსნის საჭიროება არ დადგება.
დონალდ ტრამპმა ამერიკა-მექსიკის საზღვრის მთლიანად დახურვაც არ გამორიცხა.
ავტორი: ,