|
2018-11-23 12:40:54, 1293 ნახვა
კომენტარი
ზვიად აბაშიძე - მესამე სექტორი ეჭვქვეშ აყენებს საზოგადობრივი ნდობის საკითხს
„არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები იმის შესახებ, რომ მთავრობა არალეგალურად პირადობის მოწმობებს ბეჭდავს არჩევნების გასაყალბებლად, ისე რომ არ არის მითითებული ფაქტები და წყაროები, ეჭვქვეშ აყენებს მათი საზოგადოებრივი ნდობის საკითხს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზვიად აბაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ფაქტი სამწუხაროა, რადგან ჩვენსავით ახალბედა დემოკრატიებისთვის მეტ-ნაკლებად ქმედითი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა ლიბერალური დემოკრატიის აშენების ერთ-ერთ მთავარ იმედს წარმოადგენს. „მესამე სექტორმა წესით, ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიის მშენებლობას და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას. ამასთან, ფხიზლად ედგნენ მთავრობას მოდარაჯედ. თუ გავლენიანი არასამთავრობო სექტორი საჯარო პროცესში, როგორც პოლიტიკური სუბიექტი ისე დაიწყებს წარმოჩენას, ამით ნამდვილად დაასუსტებს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას და დააკნინებს მის დადებით აღქმას ფართო საზოგადოებაში“,- გნაცხადა ზვიად აბაშიძემ, რომლის აზრით, ხშირია შემთხვევები, როდესაც არასამთავრობო სექტორი პოლიტიკური პროცესის თანამონაწილე ხდება პოლიტიკური პარტიებისა და სხვა პოლიტიკური სუბიექტების მსგავსად, რაც მათ როლს, სამწუხაროდ, არც თუ სახარბიელოდ წარმოაჩენს. „მისასალმებელია თუ არასამთავრობო ორგანიზაციები შესძლებენ შექმნან ერთგვარი გამტარი საჯარო-პოლიტიკურ პროცესსა და ადამიანის კერძო საქმიანობას შორის. მიუღებელია, თუ მათი მხრიდან ჩვენ მივიღებთ დაინტერესებულ მხარეს“, - განაცხადა ზვიად აბაშიძემ.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)