|
2018-11-23 11:11:19, 1593 ნახვა
სამართალი
ყალბი პირადობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ეკა გიგაურის მოადგილეც გამოიკითხება
გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს „საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი გამოიკითხება. გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკითხნენ „საერთაშრისო გამჭვრივალობა საქართველოს“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორები ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიხეილ ბენიძე. საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ასევე იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრესკონფერენციაზე დაასახელეს და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ერთი წარმომადგენელი. პროკურატურის ინფორმაციით, გამოკითხვისას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვერ დაასახელეს სად და ვის მიერ იქნა გამართული თათბირი, სადაც, მათი ინფორმაცით გაიცა შესაძლო უკანონო დავალება. ისინი ფაქტობრივად იმეორებდნენ საჯაროდ გავრცელებულ ტექსტს და რაიმე კონკრეტულ დეტალთან დაკავშირებით გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ამასთან, ყველა მათგანს განემარტა, რომ თუ ისინი ვარაუდობენ, რომ ინფორმაციის გამჟღავნებით შესაძლოა რაიმე საფრთხე დაემუქროს პირს, რომელსაც ისინი თავიანთ წყაროს ასახელებენ, საგამოძიებო უწყება მზად არის ეს პიროვნება ჩართოს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში და უზრუნველყოფილი იქნება მისი უსაფრთხოება. რაც შეეხება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამმშრომლებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ მიუთითეს, მათ აღნიშნეს,რომ რაიმე სახის თათბირს, რომელზეც შესაძლოა გაცემული ყოფილიყო მსგავსი უკანონო ბრძანებები, ადგილი არ ჰქონია, სერვისების განვითაების სააგენტოს თავმჯდომარე კი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)