21:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 21:48:33, 1045 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - შარშან ვამბობდი, რომ საპრეზიდენტო კამპანია აუცილებლად იქნებოდა აგებული სიძულვილზე, ეს იყო გარდაუვალი

„იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს არ აქვს აღმასრულებელი კომპეტენციები მინიჭებული, მას ვერ ექნება პროგრამა, მას ვერ ექნება დაპირებები, ასეთ პირობებში შეუძლებელია ჯანსაღი საარჩევნო კამპანიის წარმართვა. მე შარშან ვამბობდი, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანია იქნებოდა ამის საუკეთესო დასტური და აუცილებლად იქნებოდა აგებული პერსონალურ შეურაცხყოფაზე, აგრესიასა და სიძულვილზე, ეს იყო გარდაუვალი“, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აბსოლუტურად არასწორი იყო საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით, რადგან აქ შეუძლებელია ჯანსაღი საპრეზიდენტო კამპანიის წარმართვა სწორედ იმის გამო, რომ პრეზიდენტს ვერ ექნება პროგრამა და დაპირებები.

მისივე თქმით, პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად აზრს და შინაარსს მოკლებულია პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა.

„ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელსაც არ აქვს პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების ფუნქცია. მას აქვს არსებითად წარმომადგენლობითი ფუნქციები. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ევროპული სტილის გარემოში უნდა აგვერჩია, თუმცა, პროცესი სხვა მიმართულებით წარიმართა. ჩვენ წესით აბსოლუტურად კულტურულ, ევროპული სტილის გარემოში უნდა აგვერჩია პრეზიდენტი, თუმცა სხვა მიმართულებით წარიმართა პროცესები. ვის გამო მოხდა ეს ყველაფერი, თქვენ კარგად ხედავდით, როგორ წარიმართა მთელი პირველი ტური. ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატის მხრიდან აბსოლუტურად კულტურული კამპანიაა წარმართული, ევროპული სტილის კამპანია, არც ერთი უარყოფითი შეფასებაც კი არ გვახსოვს, რაიმე უხეში ფორმით სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ამის საპირისპიროდ იყო აბსოლუტურად აგრესიული კამპანია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, დაწყებული იმით, რომ მოღალატეს უწოდებდნენ, იმით დამთავრებული, რომ არ ყოფილა არცერთი შეხვედრა, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ არ მოაწყო პროვოკაცია. ჩვენი მხრიდან პირველი ტურის განმავლობაში ამის საპირისპირო არცერთი შემთხვევა არ ყოფილა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics