|
2018-11-22 21:08:29, 1264 ნახვა
პოლიტიკა
კონსტანტინიდი პუტინის და ხაჯიმბას შეხვედრაზე - ეს არის კრემლის მორიგი მცდელობა, მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია
„რუსეთის პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან, რაულ ხაჯიმბასთან წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ უგულვებელყოფას", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა, 21 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის კრემლის მორიგი უკანონო მცდელობა, მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პირდაპირი დარღვევით, დააკანონოს საკუთარი კონტროლი ოკუპირებულ რეგიონებზე. მისივე თქმით, რუსეთის მსგავსი მცდელობები უშედეგოა, ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარებას. „საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად ხედავს და შესაბამისად აფასებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონალურ უსაფრთხოებას. არავის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მზარდი მილიტარიზაციის, ადამიანის უფლებების დარღვევის, გატაცებების, წამების და სხვა მსგავსი ფაქტები უყურადღებოდ და რეაქციის გარეშე დარჩება", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არაღიარების პოლიტიკას. მისივე განცხადებით, ეს თვალსაჩინოდ აისახება როგორც ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებებსა და დოკუმენტებში, ასევე მათ ქმედით ნაბიჯებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. ვლადიმერ კონსტანტინიდმა ასევე ყურადღება გაამახვილ 21 ნოემბერს, ბრიუსელში გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა მზარდი და ურყევია.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)