21:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 19:17:56, 1196 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ სავიზიტო ბარათი დიქტატურა იყო, ახლა კი, ტყუილი გახდა

„დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა იცრუა, როცა თქვა რომ კახა ისაკაძე, რომელიც დაკავებული და მხილებულია დანაშაულის ჩადენაში ბატონი ნოდარ ბურდილაძის მიმართ, არის თითქოს ჩვენი პარტიის წევრი თუ აქტივისტი“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე  ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას.

როგორც მან აღნიშნა, კახა ისაკაძეს და მის თანმხლებ გია მეტრეველს, „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი შეხება არ ჰქონიათ.

მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა, მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„მინდა გამოვეხმაურო ბატონი ნიკა მელიას დღევანდელ, ყოვლად ამორალურ განცხადებას. თუ წარსულში ნაციონალური მოძრაობის სავიზიტო ბარათი იყო დიქტატურა, სისასტიკე, ბოროტება, უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს მათი სავიზიტო ბარათი გახდა ტყუილი.

ბოლო დროს გავრცელებული ყველა ინფორმაციის ლაიტმოტივი არის ტყუილი და ისინი ყველა კომპონენტს თავის კამპანიაში ტყუილზე აგებენ.

წუხელ მოხდა შემთხვევა, რომლის დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო მათი შტაბის წარმომადგენლმა, რომელიც ცხოვრობს ქალაქ ონში. მე მინდა, სანამ ბატონი ნიკა მელიას ტყუილებზე გადავალ, ჯანმრთელობა ვუსურვო ბატონ ნოდარ ბურდილაძეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ მას უტარდება ყველა სამედიცინო მომსახურება იმისათვის, რომ ის გამოჯანმრთელდეს რაც შეიძლება მალე და დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა იცრუა, როცა თქვა რომ კახა ისაკაძე, რომელიც დაკავებული და მხილებულია დანაშაულის ჩადენაში ბატონი ნოდარ ბურდილაძის მიმართ, არის თითქოს ჩვენი პარტიის წევრი თუ აქტივისტი.

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ბატონ კახა ისაკაძეს და არც მის თანმხლებ გია მეტრეველს, არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ,,ქართულ ოცნებასთან“. ისინი არ ყოფილან არც პარტიის წევრები და არც მისი აქტივისტები.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება რომ ნებისმიერ შემთხვევას, ეს იქნება კრიმინალური შემთხვევა თუ რაიმე სხვა ფაქტი, ყოვლად ამორალურად, ნიკა მელია  თუ ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი ლიდერი, იყენებს იმისათვის, რომ ოღონდ ქართულ ოცნებას და ხელისუფლებას დააბრალონ რამენაირად ასეთი ფაქტები.

ამიტომ, მოვუწოდებ მათ, თავი შეიკავონ მსგავსი ამორალური განცხადებებისგან, რადგან ყველამ ვიცით, რომ ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. ერთადერთი, რაც მან თქვა მართალი არის ის, რომ მთავარია ეს ადამიანი იყოს კარგად, გადარჩეს, ექიმები იბრძვიან მისი გადარჩენისთვის და იმედია მალე გამოჯანმრთელდება. დანარჩენი მის ნათქვამში იყო აბსოლუტური სიცრუე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ნოდარ ბურდილაძეს თავს დაესხა „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი და ცივი იარაღით მუცლის არეში სამი ჭრილობა მიაყენა. მანვე აღნიშნა, რომ ბურდილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„გუშინ ღამის 12-ის ნახევარზე ქალაქ ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ნოდარ ბურდილაძე იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მასთან სახლში მივიდა "ქართული ოცნების" ორი აქტივისტი, კახა ისაკაძე და გია მეტრეველი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ოჯახის უფროსს შესაბამისი რეაქცია ჰქონდა და "ქართული ოცნების" ორმა კრიმინალმა აქტივისტმა უმძიმესი ჭრილობები მიაყენეს ცივი იარაღით მუცლის არეში. სამი ჭრილობა აქვს გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელს ონში. მძიმე მდგომაროებაში გახლავთ იგი. დაზიანებული აქვს კუჭი და ელენთა და ის ვიდრე მე ვსაუბრობ, ებრძვის სიკვდილს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics