|
2018-11-22 13:38:47, 2050 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენ შეგვიძლია სატყეო ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგია საქართველოში აქტიურად გამოვიყენოთ
სატყეო ნარჩენები, ე.წ. ბიომასა ლიეტუვაში ძალიან ეფექტურად გადამუშავდება სითბურ ენერგიად. ჩვენ შეგვიძლია ბიომასის გადამუშავების ეს ალტერნატიული ტექნოლოგია გამოვიყენოთ სხვადასხვა სოფელში, სადაც რელიეფური თუ სხვა მიზეზებით გართულებულია ბუნებრივი აირის შეყვანა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში" დასკვნითი კონფერენციის მუშაობაში. პროექტი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის ფარგლებში (€ 840,000, დაახლოებით 2,270,000 ლარი) დაფინანსდა. უკვე ჩატარდა საერთაშორისო ექსპერტების 120-ზე მეტი მისია, 6 სასწავლო ვიზიტი ლიეტუვასა და უნგრეთში, ასევე მრავალი სემინარი და დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში. პროექტის ფარგლებში, შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც მოწოდებულია დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას სატყეო სექტორის ევროკავშირის სტანდარტებთან და პრაქტიკასთან დაახლოეების პროცესის დაჩქარებაში. რეკომენდაციები ეხებოდა სატყეო სექტორის რამდენიმე სფეროს, როგორებიცაა საკანონმდებლო და მარგეულირებელი ჩარჩო, ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდა, საუკეთესო ორგანიზაციული და სატყეო მმართველობის მოდელები, ასევე სანდო სატყეო ინფორმაციისა და მონიტორინგის სისტემა, ყურადღების გამახვილდება სექტორულ კომუნიკაციაზე. „შეშის ჭრა დიდი გამოწვევაა, რადგან ტყე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური რესურსია. მწვანე საფარის და ტყის შენარჩუნება ძალიან დიდი პრიორიტეტია, ამას უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ სპეციალურ კვლევაზე, ტყით დაფარულ არეალებში, სარეკრეაციო ზონებში როგორ წარვმართოთ პოლიტიკა ისე, რომ არ დავაზიანოთ მწვანე საფარი და ამასთან, მოსახლეობას შევთავაზოთ ძალიან ხელმისაწვდომი ალტერნატივა, რათა მათ გათბობის მიზნით ტყის ჭრის საჭიროება არ ჰქონდეთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ. „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში" დასკვნით კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა, კესტუტის ნავიცკასმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა.
(NS)
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)