|
2018-11-22 13:15:05, 1747 ნახვა
სამართალი
სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამსახურის უფროსი პროკურატურაში მივიდა
სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამსახურის უფროსი, არკადი ფიფია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. პროკურატურაში შესვლამდე ფიფიას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ყალბი პირადობების შესაძლო ბეჭდვაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. „მივლინებაში ვარ ოფიციალურად. ვადასტურებ ამას. სხვა დანარჩენ კითხვაზე მიმართეთ პრესამსახურს“, - განაცხადა არკადი ფიფიამ. სამოქალაქო სექტორის ინფორმაციით, „ფიფია წალენჯიხიდან გლდანში საგანგებოდ მიავლინეს, რადგან მისი არყოფნის დროს ყალბი პირადობის მოწმობები დაებეჭდათ“. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სამი არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ 20 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და ყალბი დოკუმენტაციის შესაძლო დამზადებასთან დაკავშირებით განაცხადეს. პროკურატურამ სავარაუდოდ ყალბი პირადობების ბეჭდვის საქმეზე გამოძიება 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობს. გუშინ საგამოძიებო უწყებაში გამოიკითხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)