2018-11-21 17:09:16, 2163 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან 1, ევროსთან კი, 2 თეთრით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6640 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6741 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0101 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0314 ლარი ეღირება, ხოლო დღეს, მისი ღირებულება 3.0581 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0267 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,