03:49 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 16:56:34, 1344 ნახვა

კომენტარი
გახარია - კითხვის ნიშანი, ომი ვინ დაიწყო აბსურდულია, როგორ შეიძლება ომი დაიწყო საკუთარ მიწაზე?!

ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ შინდისში ვეტერანებთან და მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ოკუპაციას უნდა დაერქვას ოკუპაცია, მას ვინც ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად სახელმწიფო დაიცავს.

“საერთოდ კითხვის ნიშანი, ომი ვინ დაიწყო აბსურდულია. როგორ შეიძლება ომი დაიწყო საკუთარ მიწაზე. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური აურზაურისთვის. მინდა, რომ ხალხო იყოთ წყნარად, მშვიდად. იცოდეთ, რომ თითოეული თქვენი მეზობელი. თითოეული სამხედრო, პოლიციელი რომელიც იბრძოდა, ყველას შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო მთლიანად დაუდგება გვერდით.

ეს ადამიანები არიან გმირები და იბრძოდნენ საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად. ოკუპაციას უნდა დაერქვას ოკუპაცია და ეს ხალხი, ვინც აქ იბრძოდა, მათ უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო მუდამ გვერდში დაუდგება. მესმის, რომ მძიმეა მაგრამ სიწყნარეში, სიმშვიდეში ქვეყანა წინ უნდა წავიყვანოთ. მადლობა და გული არ გაიტეხოთ, იცოდეთ რომ სახელმწიფო მუდამ თქვენს გვერდით დგას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics