14:49 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 16:39:09, 4796 ნახვა

სამართალი
ეკა გიგაურმა და ირმა პავლიაშვილმა გამოძებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებს ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და „საქართველოს ახალგაზრდა იუსირტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

წყაროს ცნობით, სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, მოწმეებს დაესვათ შეკითხვები, მათ მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე, მათ შორის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულ იმ თანამშრომელზე, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირების ხელმძღვანელობით, სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების თაობაზე აცნობა.

ინფორმაციას, სრულყოფილი გამოძიებისთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე, 76-ე მუხლების თანახმად მოწმის ჩვენება - მტკიცებულება ვერ იქნება, თუ იგი ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს. ამასთან ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი (ეკა გიგაური) მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია.

ეკა გიგაურმა უარი განაცხადა ინფორმაციის წყაროს მოწოდებაზე და მიზეზად ამ პირის უსაფრთხოება დაასახელა. ამასთან დაკავშრებით მას განემარტა, რომ საგამოძიებო ორგანო მზადაა ამ პირის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოიყენოს - სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიებები. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, ეკა გიგაურმა კვლავ უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე. მან ასევე უარი თქვა გამოძიებისათვის მიეწოდებინა ინფორამცია მის მიერ ნახსენები თათბირის გამართვის ადგილმდებორეობის და მასში მონაწილე პირების, ასევე ვიდეოკამერების განთავსების ადგილის თაობაზე. გამოკითხვისას ეკა გიგაური შემოიფარგლა მხოლოდ იმ ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მოწოდებით, რაც უკვე გასაჯაროვდა მედიასაშუალებების მიერ. ანალოგიურად უარი განაცხადა ინფორმაციის მიწოდებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა, რომელიც ასევე შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მიწოდებით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics