12:03 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 12:22:35, 1085 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემაც დატოვა

„ევროპულ საქართველოს“ პარტიის წევრები კვლავ ტოვებენ. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, პარტიისგან გამიჯვნის შესახებ განცხადება, ამჯერად „ევროპული საქართველოს“ გორის  ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ - ლევან ბაგრმა გააკეთა.

ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად, მისი ყოფილი თანაგუნდელების მსგავსად, არჩევნების მეორე ტურისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატისთვის მხარდაჭერა დაასახელა:

„მე ვტოვებ „ევროპული საქართველოს“ რიგებს, რადგან ჩემთვის  მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა.  დღეიდან, ვემიჯნები პოლიტიკას და ვაპირებ, მთლიანად ჩავეხსნა ამ სიტუაციას. მინდა აღვნიშნო, რომ მე წარსულში ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და დავტოვე ეს პარტია განსხვავებული შეხედულებების გამო. ვფიქრობდი, რომ „ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებული, სხვა ძალა იყო, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. შესაბამისად, მივიღე ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახლა უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, „ევროპული საქართველოს“ რიგები პარტიის გორის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა - ზვიად საბანაძემ 10-მდე სხვა აქტივისტთან ერთად დატოვა.

ბოლო დღეების განმავლობაში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გამო, „ევროპული საქართველოს“ რიგებიდან წასვლის შესახებ განცხადებები, შიდა ქართლის გარდა, თბილისში, კახეთსა და სამეგრელოში გაკეთდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics