|
2018-11-20 18:43:13, 1534 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვაზე: სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე NGO-ების მიერ გავრცელეულ ინფორმაციას, ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვის საქმესთან დაკავშირებით, წარმოუდგენელს უწოდებს. როგორც მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა უნდა დაიწყოს, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. მან შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, მესამე სექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოიძიონ. „ალბათ, ნებისმიერი ადამიანი, ობიექტური დამკვირვებელი და ობიექტურად მოფიქრალი, ვისაც აქვს ელემენტალური ინფორმაცია, იტყვის და ეს იქნება მართალი, რომ ეს არის წარმოუდგენელი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საგამოძიებო ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ ამასთან დაკავშირებით გამოძიება, რომ გაირკვეს ყველა დეტალი. არ დარჩეს არც ერთი კითხვა. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა მიმართულებით იქნება, ჩემი აზრით, გამოძიება ჩასატარებელი და უნდა გაეცეს პასუხი, რამდენად რეალური იყო ეს ინფორმაცია, 1% ამ ინფორმაციის ხომ არ იყო სიმართლესთან მიახლოებული, ხომ არ არის აქ რაღაც საბოტაჟის, პროვოკაციის ნიშნები, რა წყაროებზეა საერთოდ საუბარი და არსებობენ თუ არა ასეთი წყაროები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)