2018-11-20 17:24:28, 2567 ნახვა
ეკონომიკა
ლარი ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ერვოსთან მიმართებაში გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.6741 ლარი ღირს, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6593 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0148 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 3.0581 ლარი ღირს, ხოლო დღემდე, მისი ღირებულება 3.0369 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0212 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,