23:27 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 10:31:10, 420 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ ჩავერთვებით სამუშაოებში მერიასთან ერთად და დავეხმარებით დაზარალებულებს

საქართველოს პრეზიდენტი  სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილმა "ლაგუნა ვერეს", გმირთა მოედნის, ვაკე-საბურთალოს გზის დატბორილი მონაკვეთი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
"დაძლევადია ყველაფერი, გზაც აღდგენადია. ბუნებრივია, ასეთ მომენტში ის, რაც ძალიან გამძიმებს ადამიანს, არის ადამიანური მსხვერპლი, რომელიც ჩვენ, სამწუხაროდ, გვაქვს. მუშაობენ სამსახურები და ჩვენ ჩავერთვებით სამუშაოებში მერიასთან ერთად და დავეხმარებით დაზარალებულებს, თუმცა გარდაცვლილებს ვერ დავაბრუნებთ და ეს ძალიან მძიმეა", - განაცხადა მარგველაშვილმა.
 ბოლო ინფორმაციით, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად 8 ადამიანია დაღუპული.  მათგან ერთი წყნეთის გზაზე დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან  სვანაძის ქუჩაზე მცხოვრები ორი საშუალო ასაკის ქალბატონი, ასევე  20 და 22 წლის დები. 
ამასთან, ცოტა ხნის წინ ზოოპარკის ტერიტორიაზე კიდევ სამი ცხედარი იპოვეს. მათგან  ერთი  გულიკო ჭიტაძეა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ ვეფხვმა დაზიანებები მიაყენა. დაიღუპა გულიკო ჭიტაძის მეუღლე მალხაზ ჭიტაძე და მათთან შეფარებული  ვეტერანი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია. 
ამ დროისთვის, რამდენიმე დაკარგული ადამიანის ძებნა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics