17:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 14:35:23, 594 ნახვა

რეგიონი
ტურიზმის დეპარტამენტი: საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვა ყველასთვის ხელმისაწვდომია

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში დამწყები და მოქმედი გიდებისთვის ტრენინგები განაახლა. ამჯერად, პროექტი გამორჩეულია, რადგან სწავლის პროცესში სმენადაქვეითებული დამწყები გიდებიც მონაწილეობენ. ბათუმისა და ქედის ტურისტული მარშრუტების თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგ-პროგრამას ისინი სურდო თარგმანის მეშვეობით შეისწავლიან. რაც სამომავლოდ, ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სმენადაქვეითებული ტურისტებისთვისაც. ტრენინგის მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდა და მათ ხელისუფლების მიერ ტურიზმის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა. 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ტურიზმი რეგიონში განვითარდეს და აქ მყოფი ტურისტები იყვნენ კმაყოფილები. ჩვენი პრიორიტეტია რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი. ორ წელში აჭარაში 160-ზე მეტი დამწყები და მოქმედი გიდი გადავამზადეთ, თუმცა სმენადაქვეითებული დამწყები გიდები ამ პროექტში პირველად მონაწილეობენ. რეგიონში ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო მოგზაურებისა და ფრენების რაოდენობა. 10 თვის მონაცემებით, რეგიონში  1,700, 000-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი  და 41 %-ით გაზრდილი საერთაშორისო ფრენები გვაქვს. ბუნებრივია, რეგიონში ტურისტების ზრდის პარალელურად თქვენზე, როგორც გიდებზე მოთხოვნაც მზარდი იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, თქვენ იყოთ მაქსიმალურად ინფორმირებული და კვალიფიციურები, რათა შეძლოთ ტურისტებს ჩვენი რეგიონის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოთ,“ აღნიშნა გიდებთან საუბრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 

ტრენინგის მონაწილეებს სულხან ღლონტმა დეპარტამენტის მიერ მომზადებული გიდის სახელმძღვანელო „გიდის პროფესია“ დაურიგა. დამწყები და მოქმედი გიდები ტრენინგებისას ეთნოგრაფიას, ისტორიას, ექსკურსიათმცოდნეობას, ქართულ ფოლკლორს, გიდის ფსიქოლოგიას, პირველად დახმარებასა და არქიტექტურას შეისწავლიან. მათთვის ჩატარდება პრაქტიკული, საველე გასვლებიც, სადაც მარშრუტზე არსებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, პროდუქტებსა და სერვისებს გაეცნობიან.  ბოლო წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდების ჩათვლით ტურიზმის სექტორში დასაქმებული 2700 მოქალაქე გადაამზადა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics