02:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 10:02:02, 1147 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყებაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან თანათავმჯდომარეებთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მათი ინფორმაციით, მხარეებმა მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეთნიკური დისკრიმინაციის კუთხით გალის რაიონში არსებულ მძიმე ვითარებას, სადაც საოკუპაციო რეჟიმი ადგილობრივ ქართველობას უცხოელებად დარეგისტრირებას და საკუთარი იდენტობის შეცვლას აიძულებს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ახალგორის რაიონში ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა. აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზეც და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით არსებული სიტუაციის შეცვლის აუცილებლობას.

ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სისტემატიურ დარღვევებზე, ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესსა და გახშირებულ სამხედრო წვრთნებზე. საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეშფოთება გამოხატეს სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებასთან დაკავშირებით. მათ ვრცლად ისაუბრეს უკანონო დაკავებებისა და გატაცებების მძიმე შედეგებზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ხელს უწყობს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას და კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics