|
2018-11-20 09:53:15, 1871 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: გვინდა, რომ საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი ინოვაციური ბიზნესი, რომელიც შექმნის მაღალ ღირებულებას
ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა გამოაცხადა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გახსნა, ღონისძიებას დაესწრო სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და წინა პროგრამის გამარჯვებული სტარტაპერები. გიორგი ქობულიამ „მსოფლიო ბანკს“ და მის გუნდს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპების ხელშეწყობის კუთხით გაწეული სამუშაოსთვის. ეკონომიკის სამნისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ქობულიამ თავის გამოსვლაში საქართველოში ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციური პროდუქტების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა მცირე ეკონომიკაა, ამიტომ ის ვერ იქნება ორიენტირებულნი ფართომასშტაბიან, დიდ ეკონომიკურ პროექტებზე. „ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საშუალო და მცირე ზომის, მაღალი დამატებითი ღირებულების ბიზნესებს და პროექტებს. ამ თვალსაზრისით, რას თქმა უნდა, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება ძალიან დიდ როლს თამაშობს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიური, ინოვაციური ბიზნესი, რომლებიც შექმნის ძალიან მაღალ ღირებულებას, იქნება ექსპორტზე ორიენტირებული, პარალელურად კი ქვეყანას უცხოურ ვალუტას მოუტანს, რაც დღესდღეობით ძალიან გვჭირდება, და გახდება მაღალპროდუქტიული სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველი გახდება“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ. თანადაფინანსების გრანტების პროგრამა საქართველოში უკვე მეორედ ცხადდება, საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი ორ მილიონ ლარს შეადგენს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს. კონკურის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი მდგრადი განვითარების მინისტრმა წარმატება უსურვა კონკურსის მონაწილეებს, ამასთან, გიორგი ქობულიამ თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა მონაწილეობა გამარჯვებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. „რა თქმა უნდა, ყველა ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ, მერწმუნეთ, ნამდვილად ყველა მონაწილე მიიღებთ უნიკალურ გამოცდილებას, რაც მომავალში გამოგადგებათ - ცოდნის შეძენის, ასევე ახალი კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მან.
(NS)
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)