13:32 - 27 Apr, 2026
|
2018-11-19 19:12:17, 2074 ნახვა
სამართალი
სასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის წინასასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელა. პროკურატურამ საქმეში მოწმეთა ჩვენებებისა და ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების დართვა მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორ არჩილ ბედუკაძის თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება კანონის სრული დაცვით იყო მოპოვებული, შესაბამისად, მოსამართლემ ნუსხის სრულად დამტკიცების გადაწყვეტილება მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებების განხილვა მოესწრო. დაცვის მხარის შუამდგომლობებს კი მოსამართლე მომდევნო პროცესზე, 22 ნოემბერს განიხილავს.
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)