2018-11-19 16:59:03, 2284 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ერვოსთან კი, ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6593 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6727 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0134 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0369 ლარი ეღირება, ხოლო დღემდე, მისი ღირებულება 3.0268 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0101 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,