2018-11-19 15:34:01, 3260 ნახვა
მსოფლიო
კომპანია Nissan-ის დირექტორი დააკავეს
იაპონიაში, ფინანსური კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით, Nissan-ის ხელმძღვანელი კარლოს გონი დააკავეს, - ამის შესახებ yomiuri იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, კარლოს გონი შემოსავლების მიზანმიმართულად არასწორ წარდგენაშია ეჭვმიტანილი.
მედიის ცნობით, კომპანიის სათაო ოფისში დღეს ჩხრეკა ჩატარდა. დადგინდა, რომ Nissan-ის ხელმძღვანელი მიზანმიმართლად ცვლიდა საკუთარი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას. კერძოდ გამოძიების თქმით, ის უფრო ნაკლებ შემოსავალს აფიქსირებდა, ვიდრე მას სინამდვილეში ჰქოდა.
Nissan-ში დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
ავტორი: ,