|
2018-11-19 15:11:12, 1360 ნახვა
კომენტარი
მალხაზ მაჩალიკაშვილი: იძულებული ვარ, მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ დავუჭირო
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. როგორც შვილმოკლული მამის განცხადებაშია ნათქვამი, ის ხმას "ნაციონალურ მოზრაობას" აძლევს. "ექსპრესნისი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ბევრი ვიფიქრე მეთქვა თუ არა ეს თქვენთვის ჩემო თანამემამულენო, ჩემო დებო და ძმებო, ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო ქისტებო და ქართველებო, რომლებმაც გაიზიარეთ ჩემი ოჯახისუზომოდ დიდი ტრაგედია, რომელი ტრაგედიისთვისაც თვალის გასწორება არ შემიძლია, მაპატიეთ როგორც მამაკაცი და ქისტი ამას არ უნდა ვიძახდე მაგრამ მაიძულებენ რომ ვთქვა, მეც ხომ ადამიანი ვარ მაგრამ ამ მთავრობის საჭეთ მპყრობელნი ამას ასე არ აღიქვავენ, ალბათ ჩემს ადგილზე რომ აღმოჩენილ იყვნენ გამიგებდნენ, დღეს ამათან ამაზე ლაპარაკი ზედმეტია ეს წყლის ნაყვაა ჩემის მხრიდან, მე და ჩემი ოჯახი ამ ქვეყნიერი სიამტკბილობისთვის განწირულები ვართ და არც ვფიქრობთ რომ როდისმე ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით. მართლაც დაბნეული ვარ როგორც ყველა უდანაშაულო შვილ მკვდარი მამა რომელსაც მოსვენება აქვს დაკარგული სამართლის აღდგენა ხომ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ ხდება, ეს ხომ ცინიზმი და დაცინვაა არამარტო ჩემს მიმართ არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობის მიმართ, დღეს ეს ჩემს თავზეა და არავინ არ იცის ამ გადაჯიშებული და ყოველივე ამ ქვეყნიურს მოწყვეტილი არა ადამიანების ხელში აქლემი ხვალე ვის ჭიშკართან დაიჩოქებს. ღმერთს ვემუდარები რომ ჩემი შვილი იყოს პირველი და უკანასსნელი მოჰიკანი ამ ჯალათებისა და სისხლის მსმელი წურბელების სამსხვერპლოზე, თქვენ არ განიცადოთ ის რასაც მე და ჩემი სისხლის მიერ ძმა ზაზა განვიცდით შორიდან ყურება და განსჯა ადვილია ადამიანისა, არ იცით ამ გულებში როგორი ნაკვერჩხალია გაღვივებული და არავინ რომ არ ცდილობს მის ჩაქრობას, პირიქით უფრო უბერავენ რომ სამუდამოდ დაგვითუთქოს გულები. ჩემო კარგებო შეიძლება ბევრი ისეთი სიტყვაც წამომცდენია რაც არ უნდა მეთქვა მაგრამ მერწმუნეთ ეს ხანდახან ჩემდაუნებურად ხდება. როცა სხვები შემახსენებენ მაშინ დავფიქრდები ხოლმე, მანამდე ამ სიტყვის არსებობაც ჩემს გამონათქვამში არც კი ვიცოდი თუ არსებობდა. მე რიგითმა პანკისელმა კაცმა თბილისში პარლამენტის წინ ძაღლურად დავიდე ბინა სიცივეში, წვიმაში თუ ქარში ვგდივარ და გამვლელებისა და საღად მოაზროვნე ხალხის თბილი მოსიყვარულება თუ არა ალბათ გულიც გამისკდებოდა და თემირლანის გვერდზე მშვიდად დავიძინებდი, რაც ამათთვისაც დიდი შვება იქნებოდა, მაგრამ არც ისე მინდა წავიდე ამ ქვეყნიდან სიმართლეს არ ჩავხედო თვალებში და ერთადერთი სიტყვა არ ვუთხრა ამ სისასტიკის ჩამდენს და ჩემი ოჯახის დამღუპველს ,,რატომ". ჩემო ქისტებო ეხლა თქვენ მინდა მოგმართოთ არავის არ ეგონა საქართველოში თუ ეს სისხლისმსმელი ხროვა პანკისიდან ხმებს წამოიღებდა, მაგრამ არის კატეგორია ხალხისა სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, რომ მიაჩნიათ. ოღონდ ვინმეს ასიამოვნონ და თავს სამსხვერპლოზე ლანგრით მიიტანენ და მიართმევენ პირადულის ამბიციებისა და დაუოკებელი გამდიდრების სურვილის გულისთვის. არავისთან დასამდური არ მაქვს, მაგრამ ადამიანობისა და ზნეობის წინაშე უნდა იყვნენ მართლები. ერთსაც ვიტყვი რაც გაკეთდა ისიც არ უნდა დაიკარგოს, ძალიან გაიზიარეს ჩემი მდგომარეობა უმეტესობამ ქისტებისა, რაზედაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას. ახლა რაც შეეხება ჩემს სათქმელს, პირადად ჩვენთვის არც ერთ მთავრობას კარგი არ მოუტანია კომუნისტების შემდეგ, როგორც დავწყევლეთ ჩვენი თავი ესე დაწყევლილები მოვდივართ დემოკრატიისა და ნატოს იმედით, შედეგად გახრწნილობა და გადაგვარება მივიღეთ.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)